გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის პორტში მოშიმშილეებიდან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

5-04-2018

ბათუმის პორტში მოშიმშილეებიდან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი შეუძლოდ ერთი საათის წინ გახდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსების განცხადებით, მათ აქვთ მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევის ნიშნები. პაციენტები ბათუმის საერათაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

პორტის მმართველი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ბათუმში დღეს ჩავიდნენ, მოშიმშილეებს შეხვდებიან. პორტში უკვე მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომლის მოლაპარაკების პროცესში ჩართვაც მოშიმშილეებმა მოითხოვეს.

ბათუმის პორტში დასაქმებული 6 ადამიანი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. გუშინ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სხვა გაფიცულები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ბათუმში, პორტის თანამშრომლები 4 დღის წინ გაიფიცნენ. 

imedinews.ge