გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში შეხვედრებს მართავს

15-07-2021

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარეს ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს, ასევე, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლუდმილა მარჩენკოს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ივან კრულკოს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ასევე, ასოცირებულ პარტნიორებს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) შორის სამმხრივი ფორმატების გააქტიურებაზე.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევა სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და ამ მიმართულებით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატების აქტიური გამოყენება ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს.

მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის გეგმები 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ სამიტთან მიმართებაში.