გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი თამარ სართანიას: თქვენი, როგორც გამგეობის თავმჯდომარის როლს ხედავთ იმაში, რომ რაღაცაში ჩაერევით, რაღაცაში არა, ამას წყვეტთ თქვენი მსოფლმხედველური გადმოსახედიდან

15-07-2021

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა ცესკოს წევრობის კანდიდატი თამარ სართანია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლულია, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობები.

„სამი დღის წინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულია თქვენი ორგანიზაციის განცხადება - ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვგლოვობთ მოკლულ ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას. თქვენ თუ იცნობთ ამ განცხადებას და თუ ეთანხმებით, თუ გქონდათ ამაზე კომუნიკაცია, სამართლებრივი კუთხით ვუსვამ ხაზს, მათ დააფიქსირეს, რომ ეს არის მკვლელობა, წინასწარ აქვთ ეს პოზიცია. მე მაინტერესებს, რამდენად ახდენთ იდენტიფიცირებას საკუთარ ორგანიზაციასთან. როცა არ ეთანხმებით ამ განცხადებას, გექნებათ კომუნიკაცია. თქვენ თქვით მაგალითად, რომ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით თუ გააკეთებენ უფლების დამრღვევ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართალს, ამაზე გექნებოდათ რეაქცია, მინიმუმ შიდა კომუნიკაცია. პოლიტიკურზე არ გქონდათ. გამოდის, რომ თქვენი, როგორც გამგეობის თავმჯდომარის როლს ხედავთ, რომ რაღაცაში ჩაერევით, რაღაცაში არა. ამას წყვეტთ თქვენი მსოფლმხედველური გადმოსახედიდან“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.