გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

"სახეში მომხვდა ძლიერი ჰაერის წნევა და მიმახეთქა კიბეზე" - დაშავებული მუშა ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

5-04-2018

ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული ერთ-ერთი მაღაროელი მურმან აშოთია უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

"მე ვიყავი უბნის შესასვლელში, ვიჯექი კონვეიერზე, ნახშირს ვუშვებდით. სახეში მომხვდა ჰაერის წნევა, ძლიერი. გავიხედე საიდანაც მოდიოდა წნევა, მხედველობა აღარ იყო იქით. უცებ, წამებში შემოვტრიალდი, ჰაერის ტალღა რომ მომხვდა მიმახეთქა კიბეზე, ასასვლელზე. გონება არ დამიკარგავს და ვეცადე ძირს ჩავსულიყავი და რომ დავაპირე ჩასვლა ჰაერმა ჩამაგდო შიგნით, მე მარტო ვიყავი იმ ადგილზე. ძირს ბიჭი მეგულებოდა ერთი", - აცხადებს დაზარალებული მურმან აშოთია.

newposts