გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთეს

16-07-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების, ა.ა.-სა და მ.მ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 560,53 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

რუსეთის მოქალაქის არადეკლარირებულმა საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13 814 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით ფულადი ჯარიმა - 13814 ლარი შეეფარდა, ხოლო ვინაიდან, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 15 000 ლარზე მეტი შეადგინა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.