გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე - ინდივიდუალური სანქციები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მიფუჩეჩდა

16-07-2021

„იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა, სასამართლო სისტემა საკმაოდ პრობლემატურია და სადაც მძიმე პროცესები მიმდინარეობს, მათ უწესდებათ საერთაშორისო სანქციები. ხაზგასასმელია, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ვრცელ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო რეფორმის კუთხით. აქედან გამომდინარე, რაიმე სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის.- მიაჩნია ექსპერტ გია აბაშიძეს.

გია აბაშიძის თქმით, ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ქართველი ფრილანსერი ჟურნალისტის სტანდარტულ შეკითხვას სანქციების შესაძლო დაწესებაზე, ოფიციალური, ვაშინგტონის სტანდარტული პასუხი გასცა, სამწუხაროდ, არაერთმა ოპოზიციონერმა კონტექსტის გარეშე გაიგო.

„"გოდოს" ანუ "სანქციების" მომლოდინე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები სემიუელ ბეკეტის ცნობილი აბსურდული პიესის მსგავს პერსონაჟებად ჩამოყალიბდნენ. ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ქართველი ფრილანსერი ჟურნალისტის სტანდარტულ შეკითხვას სანქციების შესაძლო დაწესებაზე, ოფიციალური, ვაშინგტონის სტანდარტული პასუხი გასცა, სამწუხაროდ, არაერთმა ოპოზიციონერმა კონტექსტის გარეშე გაიგო.
ამერიკელი ჩინოსნის პასუხი იყო ძალიან ზოგადი. იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა, სასამართლო სისტემა საკმაოდ პრობლემატურია და სადაც მძიმე პროცესები მიმდინარეობს, მათ უწესდებათ საერთაშორისო სანქციები. ხაზგასასმელია, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო რეფორმის კუთხით. აქედან გამომდინარე, რაიმე სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის.
ცნობილია, რომ 5 ივლისის ყოვლად დაუშვებელი ძალადობა არაერთხელ დაიგმო შინ და გარეთ, მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, დააკავეს არა ერთი, მათ შორი, აწ გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზე სავარაუდო მოძალადეებიც. ცხადია, პასუხისგებაში მისცემენ ყველა დამნაშავეს, ყველა ეპიზოდზე და სასამართლოც მიიღებს შესაბამის სამართლიან გადაწყვეტილებებს. ცალკე მიმდინარეობს გამოძიება ლაშქარავას მოულოდნელი გარდაცვალების რეალურ მიზეზებზე.
ინდივიდუალური სანქციები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მიფუჩეჩდა, იყო ცალკეული ჩინოსნებისგან ზეწოლა, რომ გირგვლიანის მსგავსად, გაემართლებინათ დამნაშავეები; ცალკეულმა მოსამართლეებმა გამოიტანეს არაადეკვატური, მსუბუქი ვერდიქტები და ამაზე არ მოხდა შესაბამისი რეაგირება და ა.შ.
სცენარის ამგვარი განვითარება კი დღევანდელ საქართველოში სრულიად წარმოუდგენელია. შესაბამისად, სანქციების დაწესების მოლოდინი, რადიკალური ოპოზიციონერების კვლავაც ფუჭ მოლოდინად რჩება. „- განაცხადა გია აბაშძემ.