გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

17-07-2021

ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

„ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.