გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ყველა ძალადობის ფაქტს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ

17-07-2021

ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ იმუშავა მაღალ დონეზე. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა 22 ადამი9ანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.