გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს

18-07-2021

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის მსმენელებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს. სწავლების დასკვნით ეტაპზე რეინჯერებმა AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან სტატიკური პარაშუტის ხტომა ტვირთითა და იარაღით განახორციელეს. საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა რეინჯერების ხტომა დადებითად შეაფასეს.

3 კვირის განმავლობაში ნატოს სტანდარტის სამხედრო სპეციალისტის პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 30 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა.

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, რომელიც მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომასა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა.

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.