გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

18-07-2021

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაცია დაასრულა.

პროექტის ფარგლებში 6,7 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდა.

სამუშაოების ფარგლებში არხის ძირზე დაესხა მონოლითული ბეტონი, მოეწყო რკინაბეტონის ფილები, ღარები, წყალმიმღები კვანძი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ მეღვრეკისის, ბროწლეთისა და ტირძნისის 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება.

პროექტის ღირებულება1244240მლნ ლარია.

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემაზე დასრულებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.