გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

5-04-2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს, რომელთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, უფლებამოსილება შეუჩერდა.

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, სასამართლო განჩინება არ გულისხმობდა აღნიშნული პირების გათავისუფლებას და მათ უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
,,უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს ნოდარ შავკაციშვილს, ინფრასტრუქტურის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს გიორგი ამისულაშვილს და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ივანე ქუმსიაშვილს'',-განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მერიაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის პასუხისგებაში მისცა 7 პირი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი. საქმე ეხება გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერს, რომლის მიხედვითაც „შპს მოხელეს“, ჯამში, თითქმის 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო უნდა ჩაეტარებინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ აღნიშნული პირები სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს.

knews.ge