გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დღევანდელი მონაცემებით საქართველოდან 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

19-07-2021

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).