გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პოსტ-კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

19-07-2021

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას „პოსტ-კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები". გადაწყვეტილება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„ტურიზმი ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნია კომიტეტმა, რომ დაიწყოს თემატური მოკვლევა პოსტ-კრიზისულ პერიოდში განახლებულ სტრატეგიასა და ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ვისაც ექნება სურვილი ჩაერთოს ამ თემატურ მოკვლევაში. ამ საკითხზე კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა სტრატეგიის დაგეგმვა შესაბამისობაში იყოს იმ გამოწვევებთან, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორს გააჩნია", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.