გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: როცა საქმე ეხება ცესკოს წევრობის და თავმჯდომარეობის კანდიდატებს, აქ მთავარია კეთილსინდისიერება და კომპეტენცია

19-07-2021

სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ოპოზიციამ ვერ გამოავლინა სათანადო პასუხისმგებლობა „როცა საქმე ეხება ცესკოს წევრობის და თავმჯდომარეობის კანდიდატებს, აქ მთავარია კეთილსინდისიერება, კომპეტენცია და ა.შ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ოპოზიციამ ვერ გამოავლინა სათანადო პასუხისმგებლობა იმ პროცესების მიმართ, რომელიც წარიმართება“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ამ მიმართულებით ვერანაირი ნაკლი ვერ მოძებნა, ამის მიუხედავად, მათ არ სურთ ისეთ პროცესებში ჩართვა, რაში ჩართვაც პირდაპირ ევალებათ. „ყველა ვთანხმდებით ალბათ, რომ ვერცერთი ამ მიმართულებით ვერანაირი ხინჯი ვერ მოძებნა ოპოზიციამ, თუმცა ამის მიუხედავად მათ არ სურთ ისეთ პროცესებში ჩართვა, რაში ჩართვაც პირდაპირ ევალებათ. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ დარღვევას იმ სულისკვეთებისა, რომელიც ასახულია მიშელის დოკუმენტში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.