5-04-2018
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
„მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში სამთო ტალღის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. დატრიალებული ტრაგედიის გამო, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თითოეული წევრის სახელით გვსურს გულითადი სამძიმარი გამოვთქვათ გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახის წევრების წინაშე. დაშავებულ მაღაროელებს კი დროული და სრული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ,"- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.