5-04-2018
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, 2 დღე, მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირება შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-ჭითაწყარის I და II სასაფლაოების, მაცხოვრისკარის, რკინიგზის, აჯვაროსა და ყოფილი საანგუროს, ქაფათის სასაფლაოს მიმართულებით ცენტრალური ავტოსადგურის გავლით სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან ჭითაწყარის I და II სასაფლაოების, საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს, მაცხოვრისკარის, ქაფათის სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან ჭითაწყარის I და II სასაფლაოების, პუშკინის ქუჩის გავლით საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს, მაცხოვრისკარის, რკინიგზის, ინგირის სასაფლაოების მიმართულებით.
ენგურქაღალდკომბინატის ცენტრიდან რკინიგზისა და ინგირის სასაფლაოების მიმართულებით.
რადიო "ათინათი"