გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვინც აგრესიასა და არამართლზომიერ ქმედებაში მონაწილეობდა, სათანადოდ დაისაჯოს

20-07-2021

„დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს ძალიან სურთ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება - მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა და დესტრუქცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს წესრიგი და განვითარება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიასა და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში, სათანადოდ დაისაჯოს. ეს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობაა," - აღნიშნა მინისტრმა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩვენ დავგმეთ ძალადობა. მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი და განვითარება," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს არსებულ პანდემიურ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა და გაჯანსაღება ხდება და მნიშვნელოვანია რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს.