გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გორში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

20-07-2021

გორში "გორმედის" ქსელის კლინიკაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს გორელი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის გორის გოგონათა გუნდის დირიჟორი ნინო წიკლაური და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი მამუკა ნადირაძე (სკიპი) აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნო. მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, დროულად აიცრან, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა.