გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

6-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 5 აპრილს, 12:12 საათზე, „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო.

საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო და მყინვარწვერისკენ გაფრინდა.

ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, ჯერ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება და დაშავებული პირის საავადმყოფოში გადაყვანა“-აცხადებენ სამინისტროში.