გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს

22-07-2021

თავდაცვის მინისტრმა საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა.

აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტა საცეცხლე მანქანებით.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. ამ მიმართულებით შესყიდვები და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლის განმავლობაში ინტენსიურად განხორციელდება.