გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯანელიძე: ყველაფერს ვაკეთებთ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის

6-04-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შესარიგებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით მან „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან მინისტრმა პრემიერის ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით .

„საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აღებული, რომელსაც ყოველგვარი ბარიერების მიუხედავად ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს - კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მრავალი მიმართულება აქვს. პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელი არ შეუშალოს და მისცეს საშუალება საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შედგეს რეალური შერიგების პროცესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.

სწორედ ამის გამო, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის და გადაადგილების მიმართულებით”, - განაცხადა ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ და შეზღუდული აქვთ ბევრი შესაძლებლობა.

რადიო "ათინათი"