გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

,,ქსენონში'' მცხოვრებ ხანდაზმულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

6-04-2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მაჟორიტარი დეპუტატები -გრიგოლ ვეფხვაძე და გურამ კვარაცხელია მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონს“ ესტუმრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,ქსენონში'' მცხოვრებ ხანდაზმულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცეს და თითოეულ მათგანს სააღდგომო საჩუქარი გადასცეს.

მოხუცთა სახლი, სადაც ამჟამად 42 ხანდაზმული ცხოვრობს. მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რუსთავის მერიის სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო საჩუქარს წელს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები,მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის აღსაზრდელები, ქალაქში მოქმედი უფასო სასადილოებით მოსარგებლეები, ჯამში 2363 რუსთაველი მიიღებს.