გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კობა კობალაძემ ანზორ ჩუბინიძესთან შეხვედრა გამართა

23-07-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ ანზორ ჩუბინიძეს უმასპინძლა.

მეგობრული შეხვედრის მიზანი, უწყებათა შორის ურთიერთობების გაღრმავება და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების პოტენციალის, მათი გამოცდილების უფრო მეტად გამოყენება და სტრუქტურაში ვეტერანთა მეტად ჩართულობა წარმოადგენდა, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვეტერანთა დასაქმებას გულისხმობს.
მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან როგორც მოქმედი, ასევე, თადარიგის ოფიცრების ღვაწლის უფრო მეტად დაფასებისკენ იქნება მიმართული.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ერთმანეთს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.