გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სათამაშო ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება

23-07-2021

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად, მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განმარტებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ თამაშობის ორგანიზატორებს აზარტულ თამაშს ან მასთან დაკავშირებულ სერვისს და პროდუქტს მიაწვდის, დაექვემდებარება ნებართვის აღებას და კონტროლის სისტემებში ჩართვას.

მისი თქმით, მოქმედი კანონით, ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში აწვდიან სერვისს თამაშობის ორგანიზატორებს, იღებენ ნებართვას და არიან კონტროლის ქვეშ, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომელებიც საქართველოდან საზღვარგარეთ აწვდიან ანალოგიურ სერვისს, არიან კონტროლის მიღმა და არ ექვემდებარებიან ნებართვის აღებას.

„სწორედ ეს ნაკლოვანება სწორდება შემოთავაზებული პროექტით და შესაბამისად, სრულად მთელი სფერო სათამაშო ბიზნესის მთელი სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა მიხეილ დუნდუა.

პროექტის თანახმად, შესაბამის ორგანიზაციებს ნებართვების ასაღებად ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ.