გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობისათვის 582 001 ლარი დაიხარჯება

6-04-2018

ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი მოეწყობა. მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ბიუჯეტიდან 582 001 ლარი გამოიყო. ტენდერის პირობები მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობას ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე ითვალისწინებს. 

მიმწოდებელმა მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები.

ოღასკურა ძლიერი წვიმის დროს ხშირად კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ქუჩებს ტბორავს. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობას საკრებულო ყოფილი წევრი ნატო ქათამაძე ითხოვდა. მისი თქმით, პროექტი წინა მერის მოთხოვნით შეჩერდა. ბრალდებას არ ადასტურებდა ყოფილი მერი და აცხადებდა, რომ პროექტზე თანხმობა რეგიონული განვითარების ფონდს უნდა გამოეთქვა.

newpress