გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინეს

23-07-2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 4 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 4 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 6 კი, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბაღდათისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. კურორტ საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქემ 6 კუბური მეტრი თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ხანში, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში მითითებულ მონაცემები, არ ემთხვეოდაავტომანქანის ძარაზე განთავსებულ ფაქტობრივ მასალას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,სამართალდამრღვევებმა წიფლის სახეობის 15 ერთეული მორისა და 2,5 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისფაქტები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ონის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ერთი ერთეული წიფლის სახეობის და 12ერთეული რცხილის სახეობისხე-მცენარე.

ზესტაფონის, ჭიათურის, ვანის, ხონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 6 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.