გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე: პრემიერმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა

23-07-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მსურს გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციის პროცესს და კიდევ ერთხელ, მსურს მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და მთლიანად მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.