გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წითელ ხიდზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოდან უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა

24-07-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სატვირთო ავტომობილით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - 170 980 ღერი სხვადასხვა სახეობის სიგარეტისა და პიროტექნიკური ნაწარმის (294 880 ცალი) საბაჟო წესის დარღვევით საქართველოდან გატანის ფაქტი გამოვლინდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, წითელი ხიდის კონტროლის ზონაში, შემოსული ზემოაღნიშნული ავოსატრანსპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72 739.60 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.