გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა

24-07-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასა და მის მოადგილეებთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა. მინისტრმა მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა დაათვალიერა და ძველი კოლხეთის ტერიტორიების არქეოლოგიური შესწავლისას აღმოჩენილ და მოპოვებულ მასალას გაეცნო. თეა წულუკიანი მუზეუმის ხელმძღვანელ ელენე გაბლიანს შეხვდა და მუზეუმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუზეუმის შენობის პრობლემის გადაჭრის გზებსა და მუზეუმის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

ასევე მინისტრმა მოინახულა ამავე მუზეუმის მეორე შენობა, ქალაქის ცენტრში არსებული ღირსშესანიშნავი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, პუბლიცისტის, დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მემორიალური მუზეუმი. მინისტრმა დაათვალიერა ნიკო ნიკოლაძის მიერ ქალაქში განხორციელებული პროექტების ექსპოზიცია და ხაზი გაუსვა ვიზიტის დროს ნანახი კულტურული მარშრუტებისა და სივრცეების პოპულარიზაციის აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ნიკო ნიკოლაძის კოშკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, 2016-2018 წლებში ფონდ „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა, რაზეც ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მათ შორის, ჩატარდა მუზეუმის ავეჯისა და ექსპონატების რესტავრაცია. ასევე ფრანგი სპეციალისტების ჩართულობით სრულად შეკეთდა და მოვიდა მოქმედებაში კოშკის უნიკალური საათი, რომელიც კოშკის ბოლო სართულზე მე-19 საუკუნის 90-იან წლებში დამონტაჟდა.