გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„საქნახშირი“ტყიბულში დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

6-04-2018

კომპანია „საქნახშირი“ ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. 
ამის შესახებ „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გია ქარქაშაძემ განაცხადა.
„სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი წარმოება, რაც არის დამოკიდებული დასაფლავების, შემდეგ საფლავის მოწყობის და დანარჩენი კიდევ ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები, შემდეგ კი დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია“ - განაცხადა გია ქარქაშაძემ. 
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში უბედური შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. შახტაში მომხდარ ინციდენტს 6 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 მუშა კი დაშავდა.