გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში ვაქცინაციის არეალი გაფართოვდა და პროცესში დამატებით 5 კლინიკა ჩაერთო

26-07-2021

ქობულეთში დღეს პირველად, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნენ. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური იარაღია.

,, დღეიდან ინტენსიურად იწყება ფაიზერით ვაქცინაცია. დღეს უკვე შესაძლებელია როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში ვაქცინაციის პროცესის წარმართვა. გაფართოვდება ამცრელი კაბინეტები და ყველას ექნება ხელმისაწვდომობა როგორც ლიცენზირებულ ვაქცინაზე, ასევე შესაბამის სამედიცინო სერვისზე.

მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი მარაგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვაქცინაცია წარიმართოს ინტენსიურად. მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობით ჩაერთონ და ამით ჩვენ შევძლოთ როგორც ჩვენი მოხუცების, ასევე ბავშვების გადარჩენა. ვინაიდან ვაქცინაციით შესაძლებელია, რომ მინიმალური დანაკარგებით გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება "ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო" და "ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" დღის განმავლობაში მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევს. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების "ფაიზერით" ვაქცინაციას. ჩამონათვალს დაემატა "ევექსისი ჰოსპიტლები - "ბათუმის რეფერალური საავადმყოფო", "საზღვაო ჰოსპიტალი" და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი".

ამავე ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ბათუმში "ფაიზერით" ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება.

ჯამში, 6 კლინიკაში19 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.