გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ტყიბულელი მეშახტეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

6-04-2018

დღეს ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შახტაში შრომითი უფლებების დაუცველობა გააპროტესტეს. 

„შრომა უნდა იყოს უსაფრთხო! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ გამოვფხიზლდეთ? ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ტყიბულელ მუშებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა. 

გუშინ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"