გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნუგზარ გრძელიშილი: ოპოზიცია ფიქრობს, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში, დესტრუქციული ქმედებების ორგანიზების უფრო მეტი საფუძველი ექნება

26-07-2021

„ოპოზიციას უკვე არგუმენტებიც ვეღარ მოჰყავს საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად. ამით, ისინი ღიად უყრიან საფუძველს ე.წ. რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში, დესტრუქციული ქმედებების ორგანიზების უფრო მეტი საფუძველი ექნებათ "არჩევნების გაყალბების" საბაბით“- მიაჩნია ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებშ ნუგზარ გრძელიშვილს.

მისი თქმით, საყურადღებოა, რომ გატარებულ რეფორმებს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი.

„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი პროფესიული ნიშნით და მიშელის შეთანხმების მიხედვით შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

გიორგი კალანდარიშვილმა მესამედ ვერ მიიღო პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც მის 5 წლიანი ვადით არჩევას უზრუნველყოფდა. ოპოზიციას უკვე არგუმენტებიც ვეღარ მოჰყავს საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად. ამით ისინი ღიად უყრიან საფუძველს ე.წ. რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში, დესტრუქციული ქმედებების ორგანიზების უფრო მეტი საფუძველი ექნებათ "არჩევნების გაყალბების" საბაბით... თუმცა, უკვე განხორციელებული ამბიციური საარჩევნო რეფორმა თითქმის გამორიცხავს არათუ გაყალბებას, არამედ გაყალბებაზე ეჭვის გაჩენასაც კი. ცესკოს თავმჯდომარეს რჩება ადმიისტრაციული და ტექნიკური ხელმძღვანელობის ფუნქცია, რასაც სწორედაც რომ შეეფერება წარდგენილი კანდიდატი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მხოლოდ 6 თვით იქნება არჩეული. საყურადღებოა, რომ გატარებულ რეფორმებს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი - „მოქალაქეები“, „გირჩი“, ‘სტრატეგია აღმაშენებელი“ და თვით „ლელოს“ ზოგიერთი წარმომადგენელიც კი... იმედია, რომ ეს პოლიტიკოსები პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველს მოუსმენენ, არ გადაუხვევენ საღი აზრიდან და არ ჩაებმებიან „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტების მიერ დაანონსებული მაიდანის სცენარის განხორციელებაში" - ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.