გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გივი მიქანაძე: ოპოზიციურ პარტიებს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი

26-07-2021

„2021 წლის 17 თებერვლიდან, იმ დროიდან, როდესაც საგამოძიებო კომისია შეიქმნა, დღეის ჩათვლით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი"-ამის შესახებ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

„საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი და ამ პროექტში ასახა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლითაც ხდებოდა მანიპულაცია ვითომ გაყალბებულ არჩევნებზე.

ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა არა მხოლოდ კომისიის წევრის სტატუსით, არამედ არ დასწრებიან არც ერთი კომისიის სხდომას, რის საშუალებასაც მათ აძლევს რეგლამენტი. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად ასევე არ გამოუგზავნიათ არც ერთი მტკიცებულება კომისიისთვის, რომ მომხდარიყო ამ მტკიცებულების სიღრმისეული შესწავლა და შეფასება",-განაცხადა გივი მიქანაძემ.