გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კომერციული ბანკების აქტივების მოცულობამ 55,98 მილიარდი ლარი შეადგინა

26-07-2021

მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.11 მლრდ ლარით, ანუ 1.94 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.89 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივლისისათვის 55.98 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.84 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.21 პროცენტია.

2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.