გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

26-07-2021

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტით ხორციელდება 2006 წლის 126 რეგულაციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. კანონპროექტი 2 ძირითად მიმართულებას ეხება: მოპედების რეგისტრაციას და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას.

„მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1 მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.