ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ქარმა ქალაქში და სოფელ ანაკლიაში ხეები მოგლიჯა.
„ამ დროისთვის ელექტროენერგიის აღდგენისა და გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნეს მერიაში.
რაც შეეხება ხობს, აქ ქარმა ქარიატას საფეხმავლო ხიდი დააზიანა, რის გამო სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.
დილით წყლის მიწოდების შეწყვეტის გამო ქალაქ ხობში არ მუშაობენ საბავშვო ბაღებიც. ქარმა ერთ შენობასა და რამდენიმე სახლს სახურავი ნაწილობრივ ახადა, სოფლებში ბოჯიხევი, ბია და ჭალადიდი კი ხეები წააქცია.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზები გაწმენდილია.
"იყო ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები, თუმცა ამ დროისთვის აღდგენილია", - აღნიშნეს მერიაში.