გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ აძვში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

10-04-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში რუსი სამხედროების მიერ 7 აპრილს დაკავებული ორი პირი, 69 წლის ელდარ გუნდიშვილი და თემურ ყაზიევი გაათავისუფლეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა 69-წლის მამაკაცი საქართველოს პოლიციას ერგნეთში გადასცეს.

„დაახლოებით 4 საათი იქნებოდა, რომ ძროხა გამექცა და მის გამოსაყვანად მდინარეზე ჩავედი. წესით ნახევარი მდინარე ჩვენი უნდა იყოს, ნახევარი იმათი. ასე მითხრეს, მდინარე სულ ჩვენიაო. ოთხნი იყვნენ და წამიყვანეს. თემურ ყაზიევი თბილისელია და არვიცი მის შესახებ არაფერი. დაკავებით ერთად დაგვაკავეს. ნათესავები ჰყოლია იქით, მგონი იმათ გადაიხადეს თანხა, მე არ გადამიხდია“, - უთხრა ჟურნალისტებს ელდარ გუნდიშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

სოფელი აძვი ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ახალუბნის თემში შედის.ელდარ გუნდიშვილის სახლი ე.წ. საზღვრიდან 200 მეტრით არის დაშორებული.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.


reginfo.ge