გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში პოლიციელებთან დაპირისპირების გამო 9 ახალგაზრდა დააკავეს

10-04-2018

ფოტო © Qartli.ge

პოლიციელებთან დაპირისპირების გამოგორში 9 ახალგაზრდა დააკავეს, მათგან ექვსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წარუდგინეს, სამი ახალგაზრდა კი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს.

პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბი 8 აპრილს, გვიან ღამით, სადგურის მოედანზე არსებულ სკვერთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები სკვერში სვამდნენ და აღდგომას აღნიშნავდნენ, რა დროსაც მათთან სამართალდამცავები მივიდნენ და უხეშად მოსთხოვეს სკვერში ქეიფი შეეწყვიტათ და საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ, რასაც შეკამათება მოჰყვა, მალევე კი ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დამტვრეულია მანქანების შუშები.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი ახალგაზრდა გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

პოლიციის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი ახალგაზრდა ჩხუბში მონაწილეობდა, თუმცა მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის სამმართველოში მივიდნენ და სამართალდამცავებმა იცნეს. ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, პოლიციის სამმართველოში კი მეგობრების და ოჯახის წევრების მდგომარეობის გასაგებად მივიდნენ. მათი ადვოკატის თქმით, საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია, მათ შორის არ არის ამოღებული პოლიციის სამმართველოს შენობაში არსებული კამერების ჩანაწერები.

რაც შეეხება დანარჩენ ექვს ახალგაზრდას, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით არიან დაკავებულები, რაც გულისხმობს ჯგუფურად პოლიციის მუშაკისმიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.



reginfo.ge