გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ პარტიებს: ელჩების, საგარეო ფაქტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულებას ჯობია საკუთარ ელექტორატზე იზრუნოთ

29-07-2021

„ყველა პოლიტიკურ უბედურებასთან ერთად, ოპოზიცია კვლავ ვერ იაზრებს საკუთარ ავბედითობას. არადა მოცემულობა მარტივია - საქართველოში ხელისუფლების არჩევა-უნდობლობას წყვეტს ამომრჩეველი და არა საერთაშორისო აქტორები“ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძე ოპოზიციას მოუწოდებს, დასავლეთის კრიტიკას, ჯობია საკუთარ ელექტორატზე იზრუნონ.

„ოპოზიციის "ტალეირანის" მეუღლე თამარა, ამერიკას ადანაშაულებს საკუთარ უნიათობაში. ყველა პოლიტიკურ უბედურებასთან ერთად, ოპოზიცია კვლავ ვერ იაზრებს საკუთარ ავბედითობას. არადა მოცემულობა მარტივია: საქართველოში ხელისუფლების არჩევა-უნდობლობას წყვეტს ამომრჩეველი და არა საერთაშორისო აქტორები. ამიტომ ელჩების, საგარეო ფაქტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დადანაშაულებას ჯობია საკუთარ ელექტორატზე იზრუნოთ. დიახ პატივცემულო ოპოზიციავ, თუ საქართველოს მოქალაქეებს ვერ აჯერებთ საკუთარ პოლიტიკურ უპირატესობაში და ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ქმნით, ნუ დააბრალებთ საერთაშორისო აქტორებს. თქვენი გაუაზრებელი, უპრინციპო მოქმედებების ბრალია ის რეალობა, რაც შექმენით და უაზრო არგუმენტების ძებნას ჯობია, ამომრჩეველს ელაპარაკოთ. P.S საქართველოში ხელისუფლების ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხი!’’ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook -ზე.