ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

10-04-2018

კახეთში, საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიარაღებული პირი, 30 წლის გურამ კაღაშვილი შეიჭრა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შეჭრისას კაღაშვილს სანადირო თოფი ჰქონდა, რომლის გამოყენებითაც, მოკვლის მუქარით, მორიგე პოლიციელისგან საცავის გახსნას და ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემას ითხოვდა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მორიგე პოლიციელმა დავით ფურცელაძემ შეიარაღებული პირი დაარწმუნა, რომ ჩალაუბნის განყოფილებაში იარაღის საცავი არ ჰქონდათ, არსებული იარაღი კი პატრულ-ინსპექტორებს ჰქონდათ გატანილი. შეიარაღებულმა პირმა პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც მორიგე თანამშრომელმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც გურამ კაღაშვილი გადაადგილდებოდა, მას სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში, სადაც თვითონაც ცხოვრობს, ძარცვის შედეგად ჰქონდა მოპოვებული.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეიარაღებული პირი სოფელ ბაკურციხეში, ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაჩერდა და იქ მყოფ პირებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა სროლას, ისროდნენ სამართალდამცავებიც.

შეიარაღებული პირი ბაკურციხეში დააკავეს.

პროკურატურამ გურამ კაღაშვილის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის 
ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;

ძარცვა სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე დანაშაული კი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

5 აპრილს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 25 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.


reginfo.ge