შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
პროექტის „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

30-07-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნება.

აქტივობებს 30 ივლისს, 18:00 საათზე - სოფ. ტირძნისის სკოლის ეზო, 31 ივლისს, 18:00 საათზე - სოფ. ტყვიავის მთავარი სკვერი და 8 აგვისტოს 18:00 საათზე - კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე მთავარი სკვერი უმასპინძლებს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი მსახიობების მონაწილეობით; საჯარო ლექცია - „ანექსია-ოკუპაცია - 9 აპრილი - მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე"; ლიტერატურული ინტერმედია „25 თებერვალი - 9 აპრილი" - მსახიობების ჩართულობით და შეხვედრა მწერალთან - თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ანტისაოკუპაციო თემატიკაზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემატიკაზე მორგებული სახელოვნებო და ლიტერატურულ და შემეცნებით აქტივობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში.