გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ვინმეს ქვა ესროლა?! რამ გადაგვაშენა“ - ანრი ჯოხაძის და შუშანას გამოსვლას ეხმაურება

11-04-2018

ანრი ჯოხაძის და, მაგდა ჯოხაძე სოციალურ ქსელში „მხოლოდ ქართულში" გორელი ქალბატონის, შუშანას გამოსვლას ეხმაურება.

„შუშანა ფილოსოფიის გამოცდის ჩასაბარებლად არ მისულა 
,ეს ქალბატონი,,მხოლოდ ქართულში,, მივიდა, იმ ნიჭის გამოსავლენად, რომელიც უდაოდ აქვს. ვინმეს ქვა ესროლა?! რამ გადაგვაშენა, რამ გადაგვაგვარა ადამიანები?! წრფელი,ალალი ,თუნდაც ასე გრძნობით ნამღერი რატომ არის აბუჩად ასაგდები? ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ რიგი ადამიანების კომენტარებზე. შუშანა....რომელი ვართ ამ ადამიანზე უკეთესი? უკეთ ვიცვამთ,უკეთ ვიკვებებით და უკეთ ვართ შენიღბული, ვითომ გულმოწყალე და სიკეთის ნიღბით?თუმცა ეს მასაზე ნამდვილად მუშაობს.....(პერო არ მოგძვრეთ!!!)ოღონდ ,საქმე საქმეზე რომ მიდგება ნიღაბი გვძვრება და ერთმათეთის ცორცის ჭამით ვართ დაკავებული . ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ:ვაი ერო! ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ ისეთების, როგორებიც ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ შევდგებით ღირსეულ ერად. - წერს მაგდა სოციალურ ქსელში.

"თრიალეთი"