გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს

30-07-2021

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით საგრანტო პროგრამა ცხადდება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, 500 000 ლარია. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებას არაუმეტეს 25 საგრანტო პროექტი მიიღებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 20 000 ლარია. საგრანტო ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-დან 6 თვემდეა.

პროექტში მონაწილეობის მიღება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე: www.justice.gov.ge