გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

30-07-2021

ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. ვაქცინაციაში მონაწილეობა მიიღო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზა ოჯახის წევრებთან ერთად გაიკეთა.

მასობრივი ვაქცინაციის პროცესს დღეს საჯარო მოხელეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.

„პანდემიის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. სხვის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შევუქმნა, დღეს ვაქცინის მეორე დოზა გავიკეთე. ახლა უკვე სრულად ვაქცინირებული ვარ. ვაქცინაციის პროცესში ჩემი ოჯახიც, მათ შორის ჩემი მშობლებიც ჩაერთნენ. გასულ წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მკაცრ საკარანტინო პირობებში მოუწია ცხოვრება და ბოლნისელებმა, ალბათ, ყველაზე კარგად ვიცით, თუ რა საშიშია კორონავირუსი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სიცოცხლის დასაცავად ვაქცინაციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. მეგობრებო, ვაქცინა გვიცავს და ეს არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მსურს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას, მის თოთოეულ თანამშრომელს, ვაქცინაციის პროცესში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.