გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

30-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისების საკითხებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ქვეყნებს წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორია აქვთ. საინტერესო შეხვედრა გვქონდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სოფლის მეურნეობის სექტორსაც, შესაბამისად, საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მევენახეობისა და ღვინის წარმოების ფონდის დირექტორი ესწრებოდნენ.