გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტები ემატება

2-08-2021

პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" დაემატება ახალი კომპონენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

„ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან - იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.