გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვახტანგ ყოლბაია გალში დაწყებულ ფაროსანას შეწამლის პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11-04-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქ. გალისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოუწოდებს,  საცხოვრებელ სახლებში არ დაუშვან მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატების გამოყენება, რადგან მათი მოხმარება მხოლოდ ღია სივრცესა და  მიტოვებულ შენობა-ნაგებობაშია დასაშვები.

 

 „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად,დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ქ. გალში და მიმდებარე სოფლებში დაიწყო საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია.

            ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლა ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი.

            აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”,

განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.