გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივლისში ინფლაციის დონემ 1,3 პროცენტი შეადგინა

3-08-2021

მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.


საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (9.7 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.


წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);


საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.