გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენებზე: ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ

3-08-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.


„რაზე საუბრობთ არ ვიცი თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო”, – განაცხადა პრემიერმა.